რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფები ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მილიციის ნაწილებთან ერთად, დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის გაფართოებას აგრძელებენ.
შოიგუს განცხადებით, ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის "განთავისუფლება" დასასრულს უახლოვდება და რომ "უკრაინული ძალები მოქალაქეებს არ უშვებენ ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან, ასევე ისინი მოსახლეობას იყენებენ ცოცხალ ფარად."
"მიწაზე დამარცხების შემდეგ, კიევის რეჟიმი ცდილობს მიაღწიოს მცირედ წარმატებებს მაინც, გარკვეულ რაიონებში და ეს წარმოაჩინონ როგორც დიდი მიღწევა."- განაცხადა შოიგუმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ხარკივის გათავისუფლებას განაგრძობს, თუმცა დონბასის რეგიონში ოკუპანტები წნეხს ზრდიან. მისი თქმით დონბასში "ჯოჯოხეთია და ეს არაა გადაჭარბება".
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით თუ რუსეთი მარიუპოლზე კონტროლს აიღებს ისინი ოპერაციას დონბასში გადაიტანენ, მაგრამ უკრაინის მდგრადმა გამძლეობამ მარიუპოლში ომის დაწყების შემდეგ ამ არეალში გამოიწვია ის, რომ რუსულ ძალებს მოუწევთ ხელახლა აღჭურვა და განახლება, ვიდრე სხვა ადგილას გადაჯგუფდებიან, რაც შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი იყოს.